"ბორჯომში ცეცხლი სამმა ადამიანმა გააჩინა სპეციალურად..." - რა დაინახა ლელა კაკულიამ ხანძრებამდე 10 წლით ადრე

"ბორჯომში ცეცხლი სამმა ადამიანმა გააჩინა სპეციალურად..." - რა დაინახა ლელა კაკულიამ ხანძრებამდე 10 წლით ადრე

წელს ჩვენს ქვეყანაში გაჩენილმა ხანძრებმა უამრავი კითხვები გააჩინა. სხვადასხვა ვერსიებს შორის, ერთ-ერთია, რომ ცეცხლის კერებს განგებ აჩენენ. სანამ სამართალდამცველები ამ საქმეზე გამოძიებას ატარებენ, ჟურნალმა "სარკემ" ინტერვიუ ჩაწერა წინასწარმეტყველ ლელა კაკულიასთან, რომელსაც აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს:

- ხანძრებზე მრავალჯერ ვიწინასწარმეტყველე, ჩემი ნათქვამი უამრავი რამ აღსრულდება. ვხედავდი რომ ცეცხლი ეკიდებოდა, ჩინეთსი მიწა იყოფა, მეორე სრუტე გაჩნდება, ვულკანურ ამოფრქვევებს ვხედავ...

ჩემს ხილვებში ვხედავ, რომ საქართველო აუცილებლად გადარჩება, რაც მოხდა ბორჯომის ხეობაში, ამაზრზენი ფაქტია, მაგრამ ამის შემდეგ უკეთესი გახდება ბორჯომის ხეობა. უნიკალური ჯიშის ხეები დაირგვება, რომლეიც აქამდე არ ყოფილა. ვხედავ აბიბინებულ მდელოებს, აშოლტილ ხეებს... საქართველო აიცდენს ამ უბედურებას, მეტყევეთა რაოდენობა გაიზრდება, 15 შვეულმფრენი გვეყოლება...

- ბევრი ვერსია ვრცელდება, ვინ შეიძლება იდგეს ხანძრების უკან. ამასაც ხედავთ?

- მე დავინახე სამი ადამიანი. დივერსიას გავს ეს ყველაფერი. იმ სამ ადამიანზე, რომელსაც მე ვხედავ, აუცილებლად ილაპარაკებენ, ტელევიზით გახმაურდება ეს ამბავი... რუსეთმა რაც საქართველოს გაუკეთა და უკეთებს, რა გასაკვირია მათი გაკეთებული იყოს?! (ამ სამიდან) ერთი რუსია, ორი უფრო კავკასიელს გავს. ესაა ჩემი წინასწარმეტყველება - დივერსიულ აქტს ჩადის სამი ადამიანი, შეიძლება მეტიც არის ამით დაკავებული, მაგრამ ბორჯომში ცეცხლი ნამდვილად სამმა გააჩინა სპეციალურად.

- ეს სამი ადამიანი მას შემდეგ დაინახეთ, რაც ხანძრები გაჩნდა?

- 8-10 წლის წინ მაქვს დანახული. ჩემს წიგნში მიწერია, რომ რუსეთი ასეთ დივერსიულ ქმედებებზე გადავა...

რუსუდან ადვაძე

წაიკითხეთ ვრცლად ჟურნალში "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი