გიორგი არველაძე - ინფორმაცია "იმედის" გაყიდვის შესახებ სრული სიცრუეა

გიორგი არველაძე - ინფორმაცია "იმედის" გაყიდვის შესახებ სრული სიცრუეა

გიორგი არველაძის მტკიცებით, ინფორმაცია "იმედის" გაყიდვის შესახებ სრული სიცრუეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი არველაძემ განუცხადა. არველძის თქმით, ტელეკომპანია "იმედის" შესაძლო გაყიდვის შესახებ პირევალად პრესიდან შეიტყო.

"ეს არის ინფორმაცია, რომელსაც საფუძველი არ აქვს. არ მესმის, საიდან გავრცელად ეს ამბავი რუსულ პრესაში. გუშინ დამირეკა ოქსანა ზინოვიევამ, რომელიც თითქოს "იმედის" გენერალურ დირექტორად ინიშნება და განმარტებას აქეთ მთხოვდა. ოქსანას კარგად ვიცნობ და მითხრა, რომ მთელი დღეა, ამ ინფორმაციაზე კომენტარების გაკეთება უწევს", - აღნიშნა არველაძემ.

მისივე თქმით, "იმედი" იმ ფორმით გააგრძელებს განვითარებას, რა გზითაც მიდის.

"ჩვენ რეიტინგებში მოწინვე პოზიციებზე ვართ. ტელეკომპანიის ბიუჯეტი უკვე სარეკლამო დროიდან შემოსული თანხით ივსება. ვიწყებთ ახალ რეიტინგულ სერიალებსა და გადაცემებს. ასე რომ, არანაირი საფუძველი და არც სურვილი "იმედის" გაყიდვისა არ არსებობს”, - არველეძემ.

ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "იმედის" შესყიდვა უკრაინელებს სურთ, "ინტერფაქსმა" და "ნიუსრუმ" გუშინ გაავრცელეს. მათივე ცნობით, უკრაინული პიარკომპანია, რომლის სახელიც არ ხმაურდება, უკვე ერთი თვეა, ქართულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას, ხოლო "იმედის" გენერალურ დირექტორად შესაძლოა, უკრაინული ტელეკომპანია "1+1"-ის საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი ოქსანა ზინოვიევა დაინიშნოს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები