აბასთუმნის ტყეში სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ქართული ვერტმფრენი, ერთი უკრაინული თვითმფრინავი და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენია ჩართული. აზერბაიჯანული ვერტმფრენი სამუშაოებში რამდენიმე წუთის წინ ჩაერთო.
ქართული ვერტმფრენებიდან ერთი შსს-ს ეკუთვნის, მეორე კი, კერძო კომპანიას. ბათუმში იმყოფება უკვე თურქული ვერტმფრენი, რომელიც სამუშაოებში ხვალ დილიდან ჩაერთვება. საქართველოში ხვალ ჩამოფრინდება კიდევ ერთი თურქული ვერტმფრენი და თვითმფრინავი და ასევე ირანული ვერტმფრენი.
რაც შეეხება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაციებს, ამასთან დაკავშირებით შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 19.30 საათზე ჟურნალისტებთან განცხადებას გააკეთებს.