არსებული ინფორმაციით, საქართველოს კალათბურთის ნაკრების გულშემატკივრები ისრაელში არ შეუშვეს

არსებული ინფორმაციით, საქართველოს კალათბურთის ნაკრების გულშემატკივრები ისრაელში არ შეუშვეს

თელ-ავივის აეროპორტში, გუშინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა 31-კაციანი ჯგუფი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, მიხეილ აბაიშვილი ავრცელებს.

როგორც აბაიშვილი აცხადებს, 6-საათიანი დაკავების შემდეგ 31 პირიდან საპასპორტო კონტროლის გავლა მხოლოდ 20-მა შეძლო, 11 კი დეპორტაციისთვის იზოლატორში გადაიყვანეს.

"აღშფოთებული და შეურაცხყოფილი ვარ იმ დამოკიდებულებით, რასაც ისრაელის სახელმწიფო იჩენს ქართველების მიმართ. გუშინ, თელ- ავივის აეროპორტში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა 31-კაციანი ჯგუფი დააკავეს. 6-საათიანი ეპოპეის შემდეგ მხოლოდ 20-მა მოახერხა საპასპორტო კონტროლის გავლა, 11 კი აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ დროებით დაკავების იზოლატორში დეპორტაციისთვის გადაიყვანეს, მათ შორის, ჩვენი ნაკრების წევრის, დუდა სანაძის ძმაცაა. სამწუხაროდ, ებრაელებს ძალიან მოკლე ისტორიული მეხსიერება აღმოაჩნდათ და ისტორიული მადლიერების გრძნობაც აშკარად ღალატობთ", - აცხადებს მიხეილ აბაიშვილი.

თელ ავივის აეროპორტიდან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა დეპორტაციის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს ისრაელში საქართველოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი. როგორც ჯიშკარიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ქართველები მხოლოდ გასაუბრების მიზნით შეაყოვნეს.

მისი განცხადებით, გუშინ, 70 გულშემატკივარი ისრაელში უპრობლემოდ შევიდა.

"გუშინ, 70 გულშემატკივარი უპრობლემოდ შემოვიდა. გააჩერეს, გაიარეს პროცედურები და ჩვეულებრივად შემოვიდნენ ქვეყანაში. შეაფერხეს იმ კუთხით, რომ თითოეულ მათგანთან გაიარეს გასაუბრება, მაგრამ ნორმალური ხალხი იყო, არავისთან პრობლემა არ ჰქონიათ და გაატარეს", - განაცხადა ალექსანდრე ჯიშკარიანმა.

რაც შეეხება კალათბურთელ დუდა სანაძის ძმას, კონსულის თქმით, ის დღეს ჩადის ისრაელში და გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი დეპორტაცია მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი