რა თამაშები დახვდებათ სკოლის მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს და რა უჯდება სამინისტროს მათი შეძენა

რა თამაშები დახვდებათ სკოლის მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს და რა უჯდება სამინისტროს მათი შეძენა

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლებში სამაგიდო თამაშები დახვდებათ. ამის შესახებ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დაახლოებით ორი კვირის წინ განაცხადა.

საუბარია დაწყებით კლასებში, სწავლებაში სამაგიდო თამაშების გამოყენებაზე, როგორიცაა ასოებისგან სიტყვების შედგენა, ისტორიული მოვლენების შესასწავლი თამაშები, ლიტერატურული ნაწარმოებების შესასწავლი თამაშები და ა.შ.

აღნიშნული სამაგიდო თამაშების შესასყიდად სამინისტრომ ორი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელთა დასრულების ვადაც 4 სექტემბერია მითითებული. ორივე ტენდერი 2 000 - 2 000 თამაშის შესყიდვას გულისხმობს, რაც სამინისტროს ჯამში 49 800 ლარი დაუჯდება.

კერძოდ, ერთ-ერთი ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 36 ათასი ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამაგიდო თამაშები უნდა იყოს ქართულ ენაზე.

რაც შეეხება თამაშს, ის უნდა იწყებოდეს ბარათების დარიგებით, რომელზეც ანდაზა ან აფორიზმი იქნება მითითებული და მოსწავლეებს შეეძლებათ როგორც ლოტოს, ასევე ასოციაციობანას პრინციპით თამაში წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი