გაფრთხილება ზღვაზე დამსვენებლებს - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გაფრთხილება ზღვაზე დამსვენებლებს - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს მიმართავს, არ შევიდნენ ზღვაში და ყურადღება მიაქციონ ბავშვებს და მოზარდებს.

ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ არსებულ ვითარებას ეხება.

"შავი ზღვის სანაპიროზე, ამინდის გაუარესების გამო, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, უსაფრთხოების მიზნით, გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

  • არ შევიდნენ ზღვაში, ვიდრე საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება
  • დაემორჩილონ წყალზე მაშველთა მითითებებს
  • ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს, არ დატოვონ ისინი მეთვალყურეობის გარეშე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი