ნიუ-იორკში ქართველი მხატვარი გიორგი ცინცაძე გარდაიცვალა

ნიუ-იორკში ქართველი მხატვარი გიორგი ცინცაძე გარდაიცვალა

ამერიკაში ქართველი მხატვარი გიორგი ცინცაძე გარდაიცვალა. 42 წლის გიორგი ცინცაძე, მეგობრებმა ნიუ-იორკში, ბრუკლინში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ოთხი დღის წინ ნახეს.

არსებული ინფორმაციით, მხატვრის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ცინცაძე 9 წელი ნიუ-იორკში ცხოვრობდა და აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწეოდა. ბოლო წლებში, ის სისტემატურად აწყობდა საკუთარი ნამუშევრების პერსონალურ გამოფენებს ამერიკის ცნობილ საგამოფენო დარბაზებში. გარდაცვლილს ამერიკიდან მშობლიურ ქალაქ რუსთავში ხვალ ჩამოასვენებენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია