შსს აბასთუმნის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს აბასთუმნის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აბასთუმნის ტყის მიმდებარედ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, დაბა აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოების 1000-ზე მეტი თანამშრომელი.

ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა ავიაცია:

საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი, ასევე, უკრაინის სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი.

ცეცხლის კერებამდე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მისაყვანად, სხვადასხვა მიმართულებით, ჯამში, 6 კილომეტრამდე სიგრძის გზა გაიჭრა.

ამ დროისთვის, ხანძრის ღია კერები არ ფიქსირდება. მიმდინარეობს ნიადაგის პრევენციული დამუშავება.

ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია