ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების ინფორმაციით, სურმანიძეების საცხოვრებელ სახლში ხანძრის დროს დედა და მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. მათ სახლის დატოვება დროულად შეძლეს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებია მობილიზებული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია