თუ თქვენი შვილი სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეობს, ეს ტესტები დაეხმარება წარმატებაში- ოქსფორდის პროექტი ქართულად

თუ თქვენი შვილი სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეობს, ეს ტესტები დაეხმარება წარმატებაში- ოქსფორდის პროექტი ქართულად

როგორც წესი, კარგი მოსწავლისთვის მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოები საკმარისი არ არის. ბავშვი, რომელიც წინსვლასა და წარმატებაზეა ორიენტირებული, ყოველთვის ცდილობს დამატებით ცოდნა შეიძინოს, ხშირად მონაწილეობს სასწავლო ოლიმპიადებსა თუ ტესტირებებში.

მათთვის, ვინც ტესტირებებსა და გამოცდებისთვის სისტემატურად ემზადება, ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი შეფასების ტესტების სერია აუცილებლად გამოადგება. ეს სერია 5-დან 13 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და უკვე ქართულ ენაზეა. წიგნები მოიცავს მათემატიკისა და არავერბალური მსჯელობის პრაქტიკულ ამოცანებს დამოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული. ანვითარებს დაკვირვებას, ყურადღებას და ლოგიკურ აზროვნებას.

„მოსწავლეებს დავალებების შესრულებისას განუვითარდებათ სხვადასხვა უნარ-ჩვევა, აუმაღლდებათ თვითშეფასება. წიგნში მოცემული სავარჯიშოები მრავალფეროვანი და საინტერესოა, რაც ეფექტური სწავლის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია. სწორედ მრავალფეროვნება ეხმარება ბავშვებს, სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები და გაუმკლავდნენ მოულოდნელ სიტუაციებს“ - აცხადებენ გამომცემლობა პალიტრა L-ში, რომელმაც ეს სერია ქართულ ენაზე გამოსცა.

სერიაში შედის:

მათემატიკა 7-8 წელი,

არავერბალური მსჯელობა 7-8 წელი;

მათემატიკა 9-10 წელი (წიგნი 1)

არავერბალური მსჯელობა 9-10 წელი (წიგნი 1)

მათემატიკა 11-12 წელი (წიგნი 1)

არავერბალური მსჯელობა 11-12 წელი (წიგნი 1)

მათემატიკა 9-10 წელი (წიგნი 2)

არავერბალური მსჯელობა 9-10 წელი (წიგნი 2);

მათემატიკა 11-12 წელი (წიგნი 2)

არავერბალური მსჯელობა 11-12 წელი (წიგნი 2);

მათემათიკა 10-წუთიანი ტესტები 11-12 წელი

არავერბალური მსჯელობა 10-წუთიანი ტესტები 11-12 წელი

მათემატიკა 11+ ტესტები

არავერბალური მსჯელობა 11+ ტესტები

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს