აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დასაჩქარებლად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დამატებითი ასეული შეიყვანეს

აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დასაჩქარებლად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დამატებითი ასეული შეიყვანეს

აბასთუმნის ტყეში განსკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დამატებითი ასეული შეიყვანეს. როგორც საგანგებო შტაბში განმარტავენ, ასეულის შეყვანის საჭიროება არ იყო, თუმცა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დაჩქარების მიზნით ტყეში ცოცხალი ძალის გაზრდა გადაწყდა.

ამ დროისთვის აბასთუმნის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია და ცოცხალი ძალის მიერ მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და ნიადაგის დამუშავება. სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია არ არის ჩართული, თუმცა ვერტმფრენები ადგილზე რჩებიან და საჭიროების შემთხვევაში ოპერაციაში ისინიც ჩაერთვებიან.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია