1.5 მილიონ ლარზე მეტი - დღეს ლატარიის ბოლო გათამაშებაა

1.5 მილიონ ლარზე მეტი - დღეს ლატარიის ბოლო გათამაშებაა

დღეს, „საქართველოს ლატარიის კომპანია“ „ლოტო 6/36-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშებას ჩაატარებს.

კომპანიის ცნობით, დღევანდელ ბოლო გათამაშებაში საპრიზო, მათ შორის, სარეზერვო ფონდში არსებული თანხები სრულად გათამაშდება.

ლატარიის კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ თუ რამდენი ბილეთია ამ დროისათვის გაყიდული, თუმცა აღნიშნავენ, რომ მომხმარებელთა მხრიდან ინტერესი მაღალია.

რაც შეეხება იმას, თუ რა ოდენობის თანხა გათამაშდება ლოტოს ბოლო გათამაშებაში, ლატარიის კომპანიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ არსებული მონაცემით, საუბარია 1.5 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე.

კერძოდ, ჯეკპოტის სახით დღეს 1 587 024 ლარზე მეტი გათამაშდება. თუმცა, კომპანიის ცნობით ეს

თანხა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან გათამაშებამდე მას ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხაც დაემატება.

წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი