"სუპერმარკეტ "კარფურის" ფილიალებში უკვე ერთი თვეა "ბორჯომისა" და "სოფლის ნობათის" პროდუქტები აღარ იყიდება" - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" მოქალაქეებმა აცნობეს.
"ამ პროდუქტების საყიდლად კიდევ სხვა მაღაზიაში მიწევს სიარული, რაც დიდი დისკომფორტია. "კარფურის" პერსონალი კი ვერასდროს მპასუხობს, რატომ არ აქვთ აღნიშნული პროდუქტები და სულ იმას მეუბნებიან, რომ გათავდა," - აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
"ბიზნესპრესნიუსი" დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა "კარფურისა" თუ "სოფლის ნობათის" წარმომადგენლებთან აღნიშნული საკითხის გასარკვევად დაკავშირებას. კომპანია "ბორჯომში" კი დაადასტურეს, რომ მართლაც ერთი თვეა მათი პროდუქტი აღნიშნულ სუპერმარკეტს აღარ მიეწოდება განაგრძეთ კითხვა