ახალი სეზონიდან "იმედზე" ახალ პოლიტიკურ შოუს ირაკლი ჩიხლაძე გაუძღვება

ახალი სეზონიდან "იმედზე" ახალ პოლიტიკურ შოუს ირაკლი ჩიხლაძე გაუძღვება

ახალ სატელევიზიო სეზონს ტელეკომპანია "იმედი" ახალი გადაცემებით ხვდება. უკვე ცნობილია, რომ "იმედის" ეთერში გავა ტალანტ-შოუ "ნიჭიერი". რაც შეეხება პოლიტიკურ მიმართულებას, ცნობილი ხდება, რომ არხის ეთერში ახალი პოლიტიკური შოუ გავა, რომელსაც ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე გაუძღვება.

აღნიშნულთან დაკავშირებით AMBEBI.GE გადაცემის პროდიუსერს მარიამ შავგულიძეს დაუკავშირდა:

- რა ფორმატი ექნება ახალ გადაცემას, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე წაიყვანს?

- ვადასტურებ, რომ ახალ გადაცემას წაიყვანს ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე. ეს იქნება საარჩევნო გადაცემა, რომელიც დაიწყება 5 სექტემბრიდან და ყოველ სამშაბათს, საღამოს 22:00 საათზე გავა ეთერში. გადაცემის ქრონომეტრაჟი დაახლოებით 2 საათი იქნება, მასში მოწვეულნი იქნებიან პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ექნებათ საშუალება, საარჩევნო პროგრამა ამომრჩეველს უფრო დეტალურად გააცნონ. თავის მხრივ, ამომრჩეველს ექნება საშუალება, პირდაპირ ეთერში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დაუსვან შეკითხვები. ახალ წინასაარჩევნო გადაცემას ერქმევა "ამომრჩევლის პირისპირ".

- გავრცელებული ინფორმაციით, "იმედის კვირა" ეთერში აღარ გავა, ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?

- არ ვიცი ეს ჭორი რატომ გავრცელდა, რადგან "იმედის კვირა" ახალი სეზონიდან ჩვეულებრივ რეჟიმში გავა ეთერში ახალი დროით - კვირა საღამოს თუმცა, 20:00 საათის ნაცვლად, 21:00 საათზე გადაინაცვლებს და მისი წამყვანი ისევ ირაკლი ჩიხლაძე იქნება. "იმედის კვირა" სწორედ იმ ფორმატით გაგრძელდება, როგორი ფორმატითაც აქამდე გადიოდა, უბრალოდ, არხი ახალ სეზონს განახლებული გადაცემებით მაგალითად, "ნიჭიერით" ხვდება, რომელიც "იმედზე" გადმოვიდა და უკვე მისი მონაწილეების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი