კოხტას მთაზე, ხანძარს ორი ირანული ვერტმფრენი აქრობს, ხოლო ქართული ვერტმფრენი მთა-თუშეთში გაემგზავრა

კოხტას მთაზე, ხანძარს ორი ირანული ვერტმფრენი აქრობს, ხოლო ქართული ვერტმფრენი მთა-თუშეთში გაემგზავრა

თელავის მუნიციპალიტეტში, კოხტას მთაზე, ხანძარს ორი ირანული ვერტმფრენი აქრობს, ხოლო ქართული ვერტმფრენი მთა-თუშეთში გაემგზავრა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გამომდინარე რელიეფიდან, ირანული ვერტმფრენები თუშეთში მუშაობას ვერ შეძლებენ, ამიტომ იქ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაემგზავრა.

ქადაგიშვილს ამ ეტაპზე როგორც ერთ, ისე მეორე ლოკაციასთან დაკავშირებით, ხანძრის მასშტაბებზე საუბარი უჭირს.

შეგახსენებთ, რომ კოხტას მთაზე, ასევე თუშეთში, სოფელ ხახაბოს თავზე ხანძარი დღეს გაჩნდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია