რა ვითარებაა სოფელ შილდას მიმდებარედ, სადაც ტყის მასივი იწვოდა

რა ვითარებაა სოფელ შილდას მიმდებარედ, სადაც ტყის მასივი იწვოდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს, მათ შორის, ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ვერტმფრენი. ამ დროისათვის, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

"ათეულობით მეხანძრე-მაშველი ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან და თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან მდებარე ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. რთული რელიეფის გამო, ორივე ლოკაციაზე, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია - საქართველოს 2 და ირანის კუთვნილი 2 ვერტმფრენი", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ ხანძარი გუშინ გაჩნდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია