თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანასთან და თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-მდე თანამშრომელი ჩაერთო.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა. სამუშაოებში ჩართულია ავიაცია.
შეგახსენებთ, რომ თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ ხანძარი 3 სერქტემბერს გაჩნდა. შილდაში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.