ხულოს მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალ ვერტმფრენი ჩაერთვება

ხულოს მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალ ვერტმფრენი ჩაერთვება

ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალ ვერტმფრენი ჩაერთვება, - ამის შესახებ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ჯუმბერ აბულაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც უწყებაში ამბობენ, ხანძარი 3 ჰექტარზეა გავრცელებული, სადაც ბალახი და ბუჩქნარი იწვის. მისივე ინფირმაციით, საგანგებო შტაბში სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ.

"სიტუაცია კონტროლირებადია. დაახლოებით 3 ჰექტარზე ბალახი და ბუჩქნარი იწვის. თუ ლიკვიდაცია დროულად არ მოხდა, ხანძრის ტყეზე გავრცელების საშიშროება არსებობს. თუ სიცხე და ქარი გავრცელდა, შესაძლებელია, ხანძართან ბრძოლა გართულდეს. ხანძრის ლიკვიდაციაში პოლიცია და მაშველ-მეხანძრეები არიან ჩართული. სიტუაციის შესასწავლად ვერტმფრენით მონიტორინგი განხორციელდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალ ვერტმფრენი ჩაერთვება. საგანგებო შტაბი სამოქმედო გეგმაზე მუშაობს", - აცხადებს აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე.

ხულოდი, შავნაბადას მთაზე ხანძარი ადგილობრივებმა გუშინ საღამოს შენიშნეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი