"ქართველობამ გადამარჩინა" - რით დაემუქრნენ ნინო ძოწენიძეს კრეტაზე ყოფნისას

"ქართველობამ გადამარჩინა" - რით დაემუქრნენ ნინო ძოწენიძეს კრეტაზე ყოფნისას

ნინო ძოწენიძეს დასასვენებლად გამგზავრებამდე ვესაუბრეთ. სამუშაოს გამო, მომღერალი აგვისტოს შუა რიცხვებამდე თბილისში იყო, თუმცა, უჩვეულო - ერთკვირიანი არდადეგების მოწყობა მაინც მოახერხა...

- საერთოდ, დასასვენებლად ზაფხული მიყვარს. ზამთრის კურორტებზე ნაკლებად დავდივარ და არც თხილამურებზე დგომა ვიცი. ისედაც, ექსტრემალური არაფერი მომწონს. სიცივე დისკომფორტს მიქმნის. გაზაფხულზე დავიბადე და ალბათ, ამის ბრალია (იცინის)...

- შეგიძლიათ, გაიხსენოთ - დასასვენებლად დამოუკიდებლად პირველად როდის წახვედით?

- ბავშვობიდან ვმღერი. მახსოვს, პირველი "პაეზდკა" გერმანიაში გვქონდა - საბავშვო მუსიკალური თეატრის ბავშვები ქუთაისიდან წავედით. 13-14 წლის გახლდით. დამოუკიდებლობა კარგად იმ დროს შევიგრძენი. თან, გერმანიის პატარ-პატარა ქალაქებში ბევრი სპექტაკლი გვქონდა. ბავშვები ძალიან ბედნიერები ვიყავით... საზღვარგარეთ მანამდეც დავდიოდი, მაგრამ მაშინ გერმანიაში მშობლებმა მარტო (მასწავლებლებთან ერთად) გამიშვეს.

- უფროსების მეთვალყურეობის გარეშე, პირველად როდის დაისვენეთ?

- დაახლოებით 15 წლის ვიყავი, როცა მამამ ქობულეთში ჩამიყვანა და დამტოვა - მეგობრებთან ერთად დავისვენე. შეიძლება, დღეს 15 წელი არც ისე პატარა ასაკია, მაგრამ 1995 წელს ასე თავისუფლად არ "ვმოძრაობდით" - არეული სიტუაცია იყო... მახსოვს, მამამ ძალიან ინერვიულა.

- დიდი ძალისხმევა დაგჭირდათ მშობლების დასარწმუნებლად, დასასვენებლად მარტო რომ გაეშვით?

- არა. სხვათა შორის, დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი. მშობლები ყურადღებას მაქცევდნენ, მაგრამ სკოლაში, თეატრში მარტო დავდიოდი, სახლში მარტო დარჩენა მიყვარდა... მშობლებზე დამოკიდებული არ ვყოფილვარ. მენდობოდნენ და იცოდნენ, რომ ჭკვიანი ბავშვი გახლდით, არაფერს გავაფუჭებდი... კიდევ, მახსოვს, მეზობლები ორი დღით მწვანე კონცხზე წავედით და კარვებში დავრჩით. მამა ნერვიულობდა, გაბრაზებული იყო. ჩემი ძმაც წამოვიდა. მთელი უბანი, ახლო მეგობრები იქ ვიყავით. ძალიან მაგარი დრო გავატარეთ. საღამოობით ვერთობოდით: ვუკრავდით, ვმღეროდით... ახლა რომ მახსენდება, გამაჟრიალებს ხოლმე, ისეთი კარგი შეგრძნება იყო (იღიმის)... მოზარდობისას ადამიანი უფრო სხვანაირი, ემოციურად დატვირთული ხარ...

- დასასვენებლად წასულს, კარავში დარჩენა ახლაც გიზიდავთ?

- ახლა - არა, არც მაშინ გავგიჟებულვარ. მაქსიმუმ, 2 დღე თუ გავჩერდებოდი... ხომ არიან ადამიანები, ვისაც ძალიან კარგ სასტუმროს კარავი ურჩევნიათ? გარკვეულწილად, მათი მესმის. შესაძლოა, ჩემს ცხოვრებაში კიდევ მოხდეს ისე, რომ დასასვენებლად წავიდე და კარავში დავრჩე, მაგრამ ასეთ პირობებზე არ ვგიჟდები... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი