მეუფე დიმიტრი გამორიცხავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის ან შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა

მეუფე დიმიტრი გამორიცხავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის ან შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი გამორიცხავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის ან შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.

როგორც მეუფე დიმიტრიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვერ ხედავს აზრს, თუ რატომ უნდა მომხდარიყო შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაცია.

"მე ვერ ვიტყვი, რომ პატრიარქის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, რადგან მამალაძისა და პატრიარქის ურთიერთობის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. ვხედავდი, რომ მას უსაზღვროდ უყვარდა პატრიარქი. გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. ასევე გამოვრიცხავ შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციას, რადგან ჩემთვის აბსოლუტურად აზრი აქვს დაკარგული თუ რატომ უნდა მომხდარიყო შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაცია. თუმცა, აქ უკვე მძიმე დღეში ვარ, რადგან ფაქტია, რომ ეს ადამიანი ეძებდა ციანიდს და ვიღაცაზე საუბრობს", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი