"რეზონანსი" - ლარს ძალა გამოელია, მალე პროდუქტები 5-10%-ით გაძვირდება

"რეზონანსი" - ლარს ძალა გამოელია, მალე პროდუქტები 5-10%-ით გაძვირდება

ლარი ბოლო დღეების განმავალობაში უკვე 4,5 პროცენტით გაუფასურდა.

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება ალოგიკურია და უკვე ქაოსის ნიშნებსაც ატარებს. ეკონომისტები ამბობენ, რომ ასეთი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, შემდეგი კვირიდან სამომხმარებლო საქონელი 5-10%-ით გაძვირდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, წინასაარჩევნოდ მოსახლეობამ უცნაური სიურპრიზი მიიღო.

მიუხედავად მკვეთრი ვარდნისა, ჯერჯერობით ეროვნულ ბანკშიც და მთავრობაშიც ჩუმად არიან. ერთადერთი კომენტარი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გააკეთა და შექმნილი ვითარება საგანგაშოდ არ მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ლარი უკვე 2.50-ის ნიშნულზეა, ნინო ჯავახაძე მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ ექნება უარყოფითი მოლოდინი.

"არაფერი ამ მხრივ საგანგაშო არ ხდება. ვალუტის კურსს განსაზღვრავს ბაზარი. როგორც ცნობილია, ქვეყანაში გვაქვს მცურავი კურსი, რომელზეც გავლენას ახდენს მოლოდინი. შესაბამისად, მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას ნუ აჰყვებიან ლარის კურსის გარშემო არსებულ უარყოფით მოლოდინს", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ეს იყო და ეს. ამის გარდა არც მთავრობის ეკონომიკური ბლოკისგან და არც ეროვნული ბანკისგან არავითარი განცხადება არ გაკეთებულა. მიუხედავად იმისა, რომ "რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა სებ-ისგან კომენტარი მოოპოვებინა, კობა გვენეტაძის უწყებაში ტრადიციულად პირში წყალი ჩაიგუბეს. როდესაც ხალხი ღელავს და სავალუტო ბაზარზე შექმნილ ქაოსზე პასუხს ითხოვს, არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა განმარტებებისთვის თავს არ იწუხებს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი