დასავლეთ საქართველოში ხვალ ძლიერი წვიმა და სეტყვა, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

დასავლეთ საქართველოში ხვალ ძლიერი წვიმა და სეტყვა, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალ წვიმაა მოსალოდნელი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დღის ბოლოს ქვეყნის ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება. შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი. 7 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში შესაძლებელია ძალიან ძლიერი ნალექი, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზოგან სეტყვა და ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი იქნება. საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება. ცალკეულ რაიონებში შესაძლოა აღინიშნოს მეწყერულ-ღვარცოფული პროცესები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი