ლალი მოროშკინა რუსეთის პირველ არხზე კავკასიის საკითხებში ექსპერტად დაინიშნა

ლალი მოროშკინა რუსეთის პირველ არხზე კავკასიის საკითხებში ექსპერტად დაინიშნა

ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა რამდენიმე კვირის წინ, რუსეთის პირველ არხზე სამ გადაცემაში კავკასიის საკითხებში ექსპერტად მოგვევლინა, მის გამოსვლას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოროშკინას თქმით, მის კარიერაში ახლა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა, ხელმძღვანელობს რამდენიმე პროექტს და აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის პირველ არხთან. სიახლეების შესახებ ლალი მოროშკინა "რეიტინგს" ექსკლუზიურად ესაუბრა:

"სამი დიდი შემოთავაზება მივიღე და დავთანხმდი. ქუთაისს და რუსეთს შორის მომიწევს მოგზაურობა. ქუთაისში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომელსაც ჩემს ძმასთან ერთად ვუხელმძღვანელებ (ფოტოზე ძმასთან, ერეკლე შონიასთან ერთად). პროექტის სახელწოდება არის "ლეგარაჟ". კარგად ვითარდება საპარლამენტო ქალაქი და ეს პროექტი ძალიან კარგი საჩუქარი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის. უფრო ვრცლად ამ პროექტის დეტალებზე პრესკონფერენციაზე ვისაუბრებ.

რაც შეეხება მეორე პროექტს, ეს არის მხატვრული ფილმი, რომელიც "ტვ პირველზე" გავა და პირველ რიგში, რაც მთავარია რუსეთის პირველ არხზე, ამერიკელ, უკრაინელ და ფრანგ ექსპერტებთან ერთად, ვიქნები ექსპერტი კავკასიის საკითხებში. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩემთვის, ისევე როგორც სხვა საქმეები რასაც ამ ზაფხულს მოვკიდე ხელი.

- დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს გამოსვლას რუსეთის პირველ არხზე, რის გამოც სააკაშვილის მხარდამჭერებმა მკაცრად გაგაკრიტიკეს და თქვეს რომ თქვენ, ყოფილი პრეზიდენტის კლასელი არ ყოფილხართ...

- მიშა ჩემი კლასელი ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ თბილისში და რუსეთში რატომღაც ასე ჰგონიათ, ყველა გადაცემაში ვამბობ ორი წლით ნუ მაბერებთ-მეთქი. ეს წიგნი "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი", რომელიც 2009 წელს გამოსცა ჰოლდინგმა "კვირის პალიტრამ", მიშამ წაიღო გაეროში, წიგნში რაც ეწერა ის კრიტიკა რომ არ მიეღო, გაეროში არ წაიღებდა. მას წიგნის გაყიდვიდან ამოღებაც შეეძლო, ისე როგორც აკრძალეს ჩემი ბოლო წიგნი "გისოსებს მიღმა საქართველოა"  განაგრძეთ კითხვა