გლდანში, ამომრჩეველთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, კახა კალაძემ მესამე მიკრორაიონში მდებარე საფეხბურთო მოედანზე პატარებთან ერთად ფეხბურთი ითამაშა.
თბილისის მერობის კანდიდატმა თამაში მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეამჩნია, რომ შეხვედრის ადგილთან ახლო მდებარე მოედანზე ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ.