ართანასთან, კოხტას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან ისევ განახლდა

ართანასთან, კოხტას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან ისევ განახლდა

თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, კოხტას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სამუშაოები მაშინვე განახლდა, რაც მთაზე ნისლი გაიფანტა და ხილვადობა აღდგა.

ადგილზე ამ დროისთვის ერთი ქართული ვერტმფრენი მუშაობს, თუმცა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უმოკლეს დროში ირანული ვერტმფრენიც ჩაერთვება.

ასევე, ცეცხლის ჩაქრობისთვის ადგილზე ათობით მაშველი იმყოფება.

ართანას მთაზე ხანძრის ლოკალიზება გუშინ მოხერხდა. ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი