ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა

ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა

ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

"საქართველოში ბოლო პერიოდში ტყის მასივებში გახშირებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შაბთაი ცურის მიმართვის საფუძველზე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო) განყოფილებამ გამოყო თანხა, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საჭიროების გათვალისწინებით შეძენილ იქნა 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი. ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა ისინი ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სააგენტოს დირექტორის მოადგილეს კახა ცერცვაძეს გადასცა. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ შალვა კვინიხიძეს, შსს საერთაშორისო განყოფილების უფროსს და ზურაბ დარჩიაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის უფროსს, გაწეული თანამშრომლობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი ჰუმანიტარული დახმარების გარდა, მაშავის პროგრამით საქართველოდან ბოლო წლების განმავლობაში 1000-ზე მეტი სხვადასხვა დარგის სპეციალისტი იმყოფებოდა ისრაელში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მაშავი ასევე აქტიურადაა დაკავებული საქართველოში ისრაელელი ექსპერტების ჩამოყვანითა და ადგილზე ტრეინინგ-კონსულტაციების ჩატარებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი