რა ჯდება სამსახურში კვება და როგორ უნდა დაზოგოთ ფული

რა ჯდება სამსახურში კვება და როგორ უნდა დაზოგოთ ფული

დასაქმებულთა უმრავლესობა სამსახურში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე სახლში, სამსახურში კვება კი უფრო მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე შინ სადილობა. ამ ხარჯის შემცირება როგორც წესი, რთულია, ვინაიდან გარეთ ჭამა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. იმისათვის, რომ გაგვერკვია თუ რა უჯდებათ საქართველოში დასაქმებულებს გარეთ კვება, რამდენიმე ადამიანს გავესაუბრეთ. როგორც აღმოვაჩინეთ, ყველა მათგანი ლანჩში თითქმის ერთსა და იმავეს ხარჯავს და ეს თანხა საშუალოდ 7-8 ლარია.

გვანცა რადიოს საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტია, შესაბამისად, ყოველდღიურად ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს და კვებაც შესაბამისი ესაჭიროება. ის თითქმის ყოველდღიურად, პურ-ფუნთუშეულით იკვებება და ხილის წვენს სვამს, რაშიც სამსახურში მინიმუმ 5 ლარი ეხარჯება, ხოლო თუ უკეთესი მზა კერძის შეძენა გადაწყვიტა, ხარჯი თითქმის 10 ლარამდე აღწევს:

"სამსახურში კვება თვეში დაახლოებით 200 ლარი მიჯდება. ამას პროდუქტების შეძენისას ვერ ვაცნობიერებ ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში, სამსახურში სადილობისთვის ანაზღაურების დიდ ნაწილს ვხარჯავ. რამდენჯერმე თანხის დაზოგვა გადავწყვიტე და პროდუქტები სახლიდან წავიღე, თუმცა ეს უფრო დიდ დროს მოითხოვს, რადგან სადილი წინასწარ უნდა გაიმზადო, ამიტომ კვებაში თანხის დაზოგვა, სამწუხაროდ, მიჭირს.

ამავე პრობლემის წინაშე დგას რუსუდანიც, რომელმაც სამსახურში არაჯანსაღად კვების გამო, წონაში მოიმატა კიდეც განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი