“ფოტოჰოლიკი” (photoholik) - ეს ტერმინი ახლახან გაჩნდა და ასე იმ ადამიანებს უწოდებენ, რომლებსაც უყვართ ბევრი ფოტოების გადაღება.
მართლაც, 21-ე საუკუნეში მსგავსი „დაავადება“ მეტნაკლებად ყველა ჩვენგანს გვაწუხებს. რთულიც კი არის ინტერნეტის და ფოტოაპარატის სამყაროში თავი შეიკავო ფოტოების გადაღებისგან, უფრო მეტიც, იმის ცოდნა, რომ კარგი ფოტოები გარანტირებული გვაქვს მეტნაკლებად ზრდის კონკრეტულ ადგილას ვიზიტის მოტივაციას.
რა თქმა უნდა, ფოტოების გადაღებისკენ მიდრეკილება ინტერნეტის დამსახურებაც არის, ადამიანები უზიარებენ ერთმანეთს საინტერესო ადგილებს, რომელთა ნახვამაც აღაფრთოვანა ისინი. თითქოს ფოტოებს ის შთაბეჭდილებაც მოყვება, რასაც გრძნობდი კონკრეტული ადგილის ნახვის და ფოტოს გადაღების დროს.
გადავწყვიტე გაგიზიაროთ რამდენიმე ადგილი, სადაც ზაფხულის მიწურულს დასვენებას და თქვენი სოციალური ქსელისთვის, ან უბრალოდ სახლის ფოტოალბომის გასამრავალფეროვნებლად ლამაზი ფოტოების გადაღებას შეძლებთ:

1. თუ ჯერ კიდევ ბათუმში იმყოფებით, ან „ხავერდოვან სეზონზე“ გეგმავთ იქ წასვლას, აუცილებლად ეწვიეთ პრემიუმ კლასის სასტუმრო Sheraton Batumi- ის მე-20 სათულზე მდებარე 360 Sky Bar & Restaurant-ს, სადაც შავი ზღვის პანორამული ხედების ფონზე ნამდვილად საოცარი ფოტოების გადაღებას შეძლებთ.

2. სოციალურ ქსელში ალბათ ხშირად შეხვედრიხართ ულამაზესი ციხისძირის ფოტოებს. პრემიუმ კლასის სასტუმრო Castello Mare Hotel & Wellness Resort- ში. ეს ადგილი, თავისი ხედებით, მართლაც იდეალურია როგორც ფოტოების გადასაღებად ასევე დასასვენებლად.

3. თუ ზაფხულის სეზონის დასრულებას ანაკლიაში გეგმავთ, აუცილებლად ეწვიეთ აქ მდებარე სასტუმროს The Golden Fleece / „ოქროს საწმისი“. სასტუმროს გამწვანებულ ეზოში, ანაკლიის ზღვის ულამაზესი ხედით ნამდვილად საუკეთესო ფოტოების გადაღებას შეძლებთ.