ვაკეში, მეუღლის მიერ დაჭრილი ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში, კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკურ სავადმყოფოში განუცხადეს, დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და არ გაუმჯობესებულა. იგი ჯერჯერობით კონტაქტური არ არის.
დაჭრილი ქალის მეუღლის მდგომარეობა კი სტაბილურია და მკურნალობას პოსტოპერაციულ პალატაში გადის. იგი თავს უკეთ გრძნობს.
6 სექტემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ "პიქსელ ცენტრთან" ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა.