ქარიშხალმა "ირმამ" ბაჰამის კუნძულებიდან ოკეანე "გააქრო"

ქარიშხალმა "ირმამ" ბაჰამის კუნძულებიდან ოკეანე "გააქრო"

ბაჰამის კუნძულებზე, ლონგ აილენდზე გადაღებულმა კადრებმა "ტვიტერის" და "ფეისბუქის" მომხმარებლები შოკში ჩააგდო. კადრები სანაპიროზე დამანგრეველი ქარიშხლის "ირმას" გადავლის შემდეგაა გადაღებული და მასში ოკეანის წყალი აღარ ჩანს! ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ "ირმამ" ოკეანეს სანაპირო ზოლი შეუცვალა?

მეტეოროლოგი ანგელა ფრიცი ამბობს, რომ ქარიშხალი იმდენად ძლიერი, რომ წყალს ისრუტავს შტორმის ცენტრისკენ". ფრიცი ირწმუნება, რომ ცუნამის საფრთხე არ არსებობს და წყალი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება, როცა ქარიშხალი თანდათან დაკარგავს ძალას.

იხილეთ ვიდეო

ქარიშხალმა "ირმამ" უკვე იმსხვერპლა 20 ადამიანი. ამჟამად ის ფლორიდის შტატს უახლოვდება. არსებული ინფორმაციით, ქარიშხალი ამერიკის სანაპიროს დღეს დღის მეორე ნახევარში მიუახლოვდება.

ფლორიდის შტატის ხელისუფლებამ 6,3 მილიონი ადამიანის ევაკუირების განკარგულება გამოსცა. შტატის გუბერნატორის, რიკ სკოტის განცხადებით, მოსახლეობას რეკომენდაცია ეძლევა, დატოვონ თავიანთი სახლები და თავშესაფარში გადავიდნენ, ასევე, თავი შეიკავონ მგზავრობისგან.

ქარიშხალ "ირმას" სიმძლავრე მეოთხე კატეგორიის არის. მისი სიჩქარე 210 კმ/სთ-ია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია