ავტორი:

18 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან - იშვიათი ფოტოები, რომლებიც ტრაგედიას სრული სიმძაფრით აღწერს

18 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან - იშვიათი ფოტოები, რომლებიც ტრაგედიას სრული სიმძაფრით აღწერს

11 სექტემბრის ტერაქტიდან დღეს 18 წელი შესრულდა. 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი - "ბოინგ- 767" ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა.

თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის - 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი.

შეჯახებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე წუთში, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის მაღაროდან გამოსული სიცხით კი, ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ. მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე "ტყუპების" სამხრეთ ცათამბჯენს, 77- ე და 81- ე სართულებს შორის შეეჯახა.

მეორე თვითმფრინავის შეჯახებამდე წამებით ადრე

პრეზიდენტი ჯორჯ ბუში პირდაპირ ეთერში უყურებს კვამლში გახვეულ მსოფლიო სავაჭრო ცენტრს

თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა.

მესამე გატაცებული თვითმფრინავი - "ბოინგ- 757" ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონში ეჯახება პენტაგონის დასავლეთ ნაწილს დილის 9:37 სთ-ზე, რითაც შეიწირა ბორტზე მყოფი 59 სიცოცხლე. შეჯახების შედეგად ადგილზევე დაიღუპა შენობაში მყოფი სამხედრო და სამოქალაქო 125 პირი.

საათი პენტაგონიდან. საათი გაჩერებულია დროზე, როცა შენობაზე თავდასხმა მოხდა

მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის - 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი. 2001 წლის 11 სექტემბერს სულ 1973 ადამიანი დაიღუპა, აქედან 24 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.

ფოტოგალერეაში იხილავთ მომხდარის ამსახველ იშვიათ ფოტოებს დაათვალიერეთ ფოტოგალერე

პენტაგონი თავდასხმის შემდეგ

ნიუ-იორკი, სატელიტიდან 12 სექტემბრის დილით გადაღებული ფოტო

ფოტო: Rob Howard; David Surowiecki; NASA

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს