თელავში „ბიბლუსი გალერეა“ ოფიციალურად გაიხსნა

თელავში „ბიბლუსი გალერეა“ ოფიციალურად გაიხსნა

თელავში წიგნის მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსის” ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური და მრავალფუნქციური ფილიალი „ბიბლუსი გალერეა“ გაიხსნა.

წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი “ უკვე 9 წელია საზოგადოების წიგნიერების დონის ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი აერთიანებს 54 ფილიალს საქართველოს მასშტაბით.

„ინოვაციაა მსგავსი ტიპის მომსახურების სფერო ამ ქალაქისთვის, ის არამხოლოდ ალამაზებს და უფრო მიმზიდველს ხდის ქალაქს , არამედ ბიზნეს გარემოსთვისაც ძალიან კარგი ფაქტორია და ვფიქრობ ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულებით განავითაროს ბიზნესი.“- ირაკლი გაგნიძე, „ბიბლუსის“ დირექტორი.

ფილიალის გახსნის ცერემონიას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული -გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მერი პლატონ კალმახელიძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.

„პირველ რიგში ვულოცავ თელავს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და ყველა იმ ადამიანს რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული. გაიხსნა სივრცე რომელიც ძალიან აკლდა მთელს ქალაქს. ეს არის წიგნების, ღვინის და გემრიელი საკვების სინთეზი. ქართული კომპანია რომ ამხელა წარმატებას აღწევს და ასეთი დიდი როლი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში ეს ორმაგად სასიამოვნოა“ - პლატონ კალმახელიძე, თელავის მერი.

თელავის „ბიბლუსი გალერიში“ ამჟამად 18 ადამიანია დასაქმებული . ფილიალი თელავში, ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთაზე 10 სექტემბერს გაიხნა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი