„ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს Elit Home-ს ბრენდის ქვეშ ახალი კონცეფციის მაღაზიას სთავაზობს

„ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს Elit Home-ს ბრენდის ქვეშ ახალი კონცეფციის მაღაზიას სთავაზობს

„ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს Elit Home-ს ბრენდის ქვეშ ახალი კონცეფციის მაღაზიას სთავაზობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ელიტ ელექტრონიქსიდან“ აცნობეს, პირველად საქართველოში თქვენ შეგიძლიათ მაღაზიაში ჩართოთ და გამოსცადოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მხოლოდ შემდეგ გააკეთოთ არჩევანი მის შეძენაზე.

„ტექნიკის გამოცდაში თქვენ „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღალკვალიფიციური კონსულტანტი დაგეხმარებათ, იგი დეტალურად გაგაცნობთ პროდუქტის ტექნიკურ და ფუნქციონალურ მახასიათებლებს.

„lit Home-ის პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმის ახალ მოლში, ტ. აბუსერიძის ქუჩაზე გაიხსნა. „ელიტ ელექტრონიქსი“ გახსნასთან დაკავშირებით მომხმარებელს 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bosch, Gorenje, Samsung, Philips, Delonghi, Graetz და სხვა. „ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ Bosch-ის, და Gorenje-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში, ხოლო Samsung-ის ოფიციალური ავტორიზებული პარტნიორი.

„ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 21 წელია საქმიანობს და მისი მიზანია, მომხმარებლებს მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს“, - აღნიშნულია „ელიტ ელექტრონიქსის“ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი