"ქართველთა მარშის" მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

"ქართველთა მარშის" მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

"ქართველთა მარშის" აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სურდა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში შესვლა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, დღევანდელი მმართველი გუნდი საზოგადოებას პოლიციის ენით ესაუბრება და არჩეული აქვს ის პოლიტიკა, რომელიც ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას", რაზეც საზოგადოებას მყისიერი რეაგირება ექნება.

ნახეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი