"ქართველთა მარშის" აქციაზე ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

 "ქართველთა მარშის" აქციაზე ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

"ქართველთა მარშის" ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სადღობელაშვილის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მოხდა. სხვა დეტალებზე შსს-ში არ საუბრობენ.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, მონაწილეები მოითხოვენ დაკავებული სადღობელაშვილის გათავისუფლებას და მმართველი პარტიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას. მათი განცხადებით, "ქართულ ოცნებას" არჩეული აქვს იგივე პოლიტიკა, რასაც აწარმოებდა "ნაციონალური მოძრაობა" და მიმართავს ძალადობრივ ქმედებებს, რასაც საზოგადოების მყისიერი რეაგირება მოჰყვება.

რუსთაველის გამზირზე გსამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი