რა შეცდომებს უშვებენ ფართის გამქირავებლები და რა უნდა გაითვალისწინოთ ხელშეკრულების გაფორმებისას

რა შეცდომებს უშვებენ ფართის გამქირავებლები და რა უნდა გაითვალისწინოთ ხელშეკრულების გაფორმებისას

კომერციული ფართის გაქირავების ან იჯარით გაცემისას ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა სარგებლის ნაცვლად ფინანსური ზარალი მიიღოთ.

როგორც ჩვენმა რესპონდენტმა ლევან ლიპარტელიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისასა განაცხადა, აღმაშენებელზე კუთვნილი ფართი გააქირავა, თუმცა დამქირვებლის მხრიდან მთელი რიგი პრობლემები შეექმნა.

„აღმაშენებლის გამზირზე ჩემი კუთვნილი ფართი უცხოელზე გავაქირავე ხელშეკრულებით. დამქირავებელმა ფარშთი რესტორანი გახსნა. თუმცა, როგორც ჩანს, ბიზნესი ვერ ააწყო და ქირას არ იხდის. გარდა ამისა, ჩემთან შეთანხმების გარეშე გააკეთა შიდა რემონტი, ასევე გარე და შიდა რეკონსტრუქცია. ამის გამო მეზობელს ზიანი მიაყენა, ზარალის ანაზღაურება კი მე მომიწია. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემს მდგმურს მერიიდან რეკონსტრუქციის გაკეთების ნებართვა არ ჰქონდა აღებული, ამიტომ მერიამ მე დამაჯარიმა. მერიასთან პრეტენზიები არ მაქვს, რადგან კანონით მოქმედებენ, თუმცა დაზარალებული მე აღმოვჩნდი. თვითნებურად ახორციელებს ყველა საქმეს და საქართველოში მოქმედ კანონს პატივს არ სცემს. მსგავსი პრობლემები რამდენიმე ჩემს მეზობელსაც აქვს“, - განაცხადა დაზარალებულმა.

ადვოკატმა ირაკლი უტიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომელსაც ფართის გაქირავებისას ყველაზე ხშირად უშვებენ.

წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი