როგორ გამოიყურება ორსული მაკა ჩიჩუა (+ფოტო)

როგორ გამოიყურება ორსული მაკა ჩიჩუა (+ფოტო)

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა მეორე საერთო შვილს ელოდებიან. AMBEBI.GE ინფორმაციის გადამოწმებას თავად პირველ ლედისთან შეეცადა, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს და მესიჯებს არ პასუხობს.

როგორც პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებულმა პირმა განგვიცხადა, წყვილი ორსულობის ამბავს მკაცრად ასაიდუმლოებს. გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მაკა ჩიჩუა საზოგადოების წინაშე 14 სექტემბერს გამოჩნდა.

პირველმა ლედიმ "პალიტრა L"-ის ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი" ერთ-ერთი გამარჯვებულის, შორენა ხუხუას წიგნის ყდისთვის ილუსტრაცია შექმნა. მაკა ჩიჩუამ წიგნის ავტორს წიგნის ილუსტრაციისთვის შექმნილი ნამუშევარი გადასცა. ღონისძიებაზე გადაღებულ ფოტოებში პირველ ლედის, რომელსაც კრემისფერი კაბა აცვია, მუცელი აშკარად ეტყობა.

მაკა ჩიჩუას და გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის, მათ ერთმანეთი შვილების მეშვეობით გაიცნეს. ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა მეგობრობდნენ, 2015 წელს პირველ ლედის და პრეზიდენტს პირველი საერთო შვილი შეეძინათ. პატარა თემო მარგველაშვილი 2015 წლის 1 თებერვალს, საკეისრო კვეთით გაჩნდა და მას სახელი პრეზიდენტის მამის პატივსაცემად შეურჩიეს.

ნახეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი