"ერთი ნახატი გადაარჩენდა ჩემს შვილებს... ჩვენ კი უსასყიდლოდ გადავეცით სახელმწიფოს" - ელენე ახვლედიანის შთამომავლები უსახლკაროდ რჩებიან

"ერთი ნახატი გადაარჩენდა ჩემს შვილებს... ჩვენ კი უსასყიდლოდ გადავეცით სახელმწიფოს" - ელენე ახვლედიანის შთამომავლები უსახლკაროდ რჩებიან

ელენე ახვლედიანის შთამომავალს, მისი ძმის შვილიშვილს, მხატვარს და ხელოვანს ირაკლი ახვლედიანს მეუღლესთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტის თვეში ბინიდან ასახლებდნენ. ოჯახმა თანხა ვალის სახით მევახშისგან ნათესავის სიცოცხლის გადასარჩენად აიღო და გადაუდებელი ოპერაციისათვის გამოიყენეს, ვალის სანაცვლოდ კი სახლი ჩადეს. ნათესავმა ვალი ვეღარ გადაიხადა და ასე აღმოჩნდა ახვლედიანების მრავალშვილიანი ოჯახი სერიოზული პრობლემის წინაშე.

გაჭირვების დროს ახვლედიანების ოჯახს უამრავი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი დაუდგა გვერდით, მათ სახელზე გაიხსნა ანგარიშის

ნომერი, ხელოვანებმა უსასყიდლოდ გადასცეს თავიანთი ნამუშევრები და გაიმართა გამოფენა-აუქციონი. ასე შეგროვდა გარკვეული თანხა, თუმცა როგოც აღმოჩნდა, ამით პრობლემა არ მოგვარდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ირაკლი ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"მოგესალმებით ყველას. გახსოვთ ალბათ ჩემი სახლის და მევახშეების ისტორია. ისტორია, სადაც უძრავი ქონების შემსყიდველი, გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, გვთხოვდა უკან, დაგროვილ ვალს, რომელიც ინვალიდის სავრძელში მყოფ ჩემს ნათესავს მოხმარდა, თუმცა ამ ვალის ლომის წილი მაინც ჯარიმებმა შეადგინა. გადაუხდელობის შემთხვევაში, მიჰქონდათ ჩემი და ჩემი ოჯახის სახლი (მათთვის ვინც, არ იცის ეს ისტორია). პირველ რიგში, მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა დახმარებისათვის, იმ გაჭირვების დროს. უამრავი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანის მხრიდან, ვიგრძენით ძალიან დიდი მხარდაჭერა, მორალური თუ ფინანსური. მადლობა დიდი იმ ხელოვან ხალხს, ვინც უსასყიდლოდ გადმოგვცა თავიანთი ნამუშევრები, გამოფენა-აუქციონისათვის, რომელსაც "თიბისი ბანკმა" გაუკეთა ორგანიზაცია. შედეგად, შეგროვდა გარკვეული თანხა. იმედი გვქონდა, ამ ძნელბედობის დროს, ეს თნხა წინ წაიგდებდა ჩვენ საქმეს და მთლიანი თანხის რაღაც ნაწილს გაუსტუმრებდა ჩვენს მევალეებს.

უკვე დაწყნარებულები ვიყავით, რომ გადახდის საწყის ეტაპზე, ეს თანხა გაგვიადვილებდა მე და ჩემს ოთხ შვილს, სახლის შენარჩუნებაში. დარჩენილ ნაწილსაც ეტაპობრივად დავფარავდით. სამწუხაროდ, ჩვენდა განსაცვიფრებლად, "მევახშეები შეგროვებულ თანხას ხელს არ კიდებენ და ითხოვენ სრულ - 60 000$-ს.

როგორც გახსოვთ, ჩვენ უსასყიდლოდ გადავეცით ხელისუფლებას ელენე ახვლედიანის სახლი და უამრავი შედევრი-ნახატი, რომელთა ფასიც (თითოეულის) ასეულ ათასობით დოლარად არის შეფასებული განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი