რა პროფესიები აირჩიეს აბიტურიენტებმა, რომლებმაც გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღეს

 რა პროფესიები აირჩიეს აბიტურიენტებმა, რომლებმაც გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღეს

2017 წლის ეროვნული გამოცდები დამთავრდა. ზოგიერთმა აბიტურიენტმა გამოცდები განსაკუთრებული წარმატებით ჩააბარა და სახელმწიფოსგან სრული დაფინანსებაც მიიღო.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რომელ პროფესიას ირჩევენ საქართველოში ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტები და რა პრიორიტეტით აირჩიეს უნივერსიტეტი.

მარიამ არუსტაშვილმა "კომაროვის" სკოლა დაამთავრა, რომელიც ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების გაღრმავებაზეა ორიენტირებული. მარიამმა არჩევანი ფიზიკის ფაკულტეტზე გააკეთა. მომავალი ფიზიკოსი უნივერსიტეტში 100 პროცენტიანი გრანტით მოხვდა.

მარიამი ამბობს რომ, უნივერსიტეტში მოსახვედრად რეპეტიტორებთან არ უვლია.

"კომაროვის სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტშიც სკოლის ცოდნით მოვხვდი, რეპეტიტორებთან არ მივლია, მხოლოდ ინგლისურში მოვემზადე. ზოგად უნარებში 79 ქულა ავიღე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 80, მათემატიკაში - 56 და ინგლისურში - 87. არჩევანი "თავისუფალი უნივერსიტეტის" ფიზიკის ფაკულტეტზე შევაჩერე. ვფიქრობ, ბაკალავრიატს საქართველოში დავამთავრებ, მაგისტრატურის გაგრძელება აუცილებლად საზღვარგარეთ მინდა," - ამბობს მარიამ არუსტაშვილი.

კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელიც "თავისუფალი უნივერსიტეტის" ბიზნეს სკოლაში მოხვდა, ნიკოლოზ ღამბაშიძეა. როგორც ღამბაშიძემ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, მისთვის აბიტურიენტობა რთული და დამღლელი პროცესი არ ყოფილა.

"ქართულ ენაში - 71 ქულა, ზოგად უნარებში - 79, ინგლისურში - 88, გეოგრაფიაში კი 49 ქულა ავიღე და "თავისუფალი უნივერსიტეტის" ბიზნეს სკოლაში ჩავირიცხე  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი