თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა. თვითმხილველების თქმით, მშენებლობიდან გაიგეს ძლიერი აფეთქების ხმა, რასაც სავარაუდოდ, ნგრევაც მოყვა. არსებული ინფორმაციით, აფეთქდა ჟანგბადის ავზი. სავარაუდოდ, არის მსხვერპლი.
აფეთქება კიბერნეტიკის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში მოხდა, სადაც ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე გასულია სამი სამაშველო ბრიგადა.
იხილეთ: LIVE სანდრო ეულის ქუჩიდან, სადაც აფეთება მოხდა - დაღუპულია ერთი ადამიანი