"პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს

 "პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს

"პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს ვარდების მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, "პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს. ამის გამო რუსთაველზე ავტომანქანების მოძრაობა შეჩერებულია.

აქციის ორგანიზატორებს კონკრეტული მოთხოვნები აქვთ, რომელთა დაკმაყოფილების მოთხოვნით, "პატრიოტთა ალიანსის" 17 მხარდაჭერი შიმშილობას დაიწყებს.

ორგანიზატორების მოთხოვნები ასეთია: საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწეროს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა; კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ახალგაზრდა თაობაში ეროვნული ცნობიერებისა და ქართული აზროვნების ჩამოყალიბება სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა; უნდა აღდგეს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არც მფლობელი და არც დამქირავებელი არ შეიძლება იყოს უცხოელი; მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს; შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც დაიწყებს მუშაობას ახალი პოლიტიკური ფორმატის "საქართველო-ნატო-რუსეთის" ამოქმედებაზე და ამავე კონტექსტში დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან; შეიქმნას საბანკო გადასახადების მარეგულირებელი კომისია, რომელიც დაარეგულირებს არა უბრალოდ საბანკო კრედიტის პროცენტის მოცულობას, არამედ ჯამში ყველა საბანკო გადასახადს წლიურად და ეს გადასახადი დოლარში უნდა იყოს 6%, ხოლო ლარში 9%. იგივე უნდა ეხებოდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს; ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს საბანკო გადასახადების რეგულაცია და პროცენტის შემცირება იმგვარად, რომ მოსახლეობამ თავი დააღწიოს საბანკო ტერორს და მძევლობას; იპოთეკარებისა და მეანაბრეების თემა - სასწრაფოდ შეიქმნას სახელმწიფო კომისია, დაიწყოს ხელახალი აღწერა და სოციალური შემწეობა აღუდგეს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც ის უსამართლოდ გაუუქმეს, შეიცვალოს ე.წ. კრიტერიუმების, ქულების სისტემა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, საპროტესტო აქციები გაგრძელდება, ხოლო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი