საკურორტო რომანის პლუს-მინუსები

საკურორტო რომანის პლუს-მინუსები

"საკურორტო რომანის" თემაზე მრავალი ცნობილი კინორეჟისორის ნამუშევარი გვინახავს; მოგვისმენია გამოჩენილ კომპოზიტორთა ნაწარმოებები; წაგვიკითხავს სახელგანთქმულ მწერალთა შემოქმედება; გავცნობივართ სასულიერო პირთა, ეთიკოსთა თუ ვენეროლოგთა თვალსაზრისებსაც... ამჟამად კი ჩვენი რესპონდენტი ფსიქოლოგი გელა გარაყანიძეა.

- ამ თემაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, ათასნაირი ასპექტით შეიძლება მისი გაანალიზება. თქვენ რა ღირებულებათა სისტემას მოგვაწვდით?

- აქცენტს ემოციებზე გავაკეთებ. აკი, ქართველებს მიგვაჩნია, რომ როგორც ერი, სხვებზე ემოციურები ვართ და შესაბამისად, განტვირთვაც, დასვენებაც, გუნება-განწყობილების ამაღლებაც სხვებზე მეტად გვესაჭიროება. პირობითად გამოვყოთ ემოციის 2 პოლუსი - დადებითი და უარყოფითი... საკითხი ასეთ პრიზმაში გადავიტანოთ - რა სახის დადებითი ემოციებით შეიძლება ავივსოთ, თუ საკურორტო რომანს გავაბამთ, ანდა უნებურად "გაბმული" აღმოვჩნდებით? შესაბამისად - რა სახის უარყოფითი ემოციები, სტრესები გვემუქრება იმავე ვითარებაში?

- სოციოლოგების შეფასებით, მამაკაცთა მხოლოდ 20%-ს აქვს სურვილი ურთიერთობა გააგრძელოს "კურორტელ" მეგობარ ქალთან. გამოდის, რომ მოსაზრება, რომელთა ჩამოყალიბებასაც თქვენ აპირებთ, დამსვენებელთა 80%-ს შეეხება...

- ფსიქოლოგიური შტრიხები, რომელთა სისტემაში მოყვანასაც მე შევეცდები, კითხვარებს, პროცენტებს ნაკლებად აიტანს... საკურორტო რომანის უმთავრეს უარყოფით ფსიქოლოგიურ ნიუანსად ის მიმაჩნია, რომ მასში ჩართული ადამიანი მნიშვნელოვნად რისკავს, გადასწიოს საკუთარი დაოჯახების თარიღი, ხოლო თუ უკვე დაოჯახებულია - შესაძლოა, ოჯახის შენარჩუნების დილემის წინაშე დადგეს...

კურორტი ის ადგილია, სადაც პიროვნება პარტნიორის არჩევისას, უმეტესწილად სექსუალურ ლტოლვას ანიჭებს უპირატესობას. უმთავრესი კი გარეგნობა და კომუნიკაბელურობაა... ნატაშებს, გალიებსა და ვალიებს, თუნდაც ჯესიკებს, სექსში ნაკლებად გამოცდილები თავდავიწყებამდე მიჰყავთ... სახლში დაბრუნებული სხვა რეალობის წინაშე დგება. აქაური მაყვალა და შორენა სხვა სულიერი და შესანიშნავი აგებულების მქონედ ეჩვენება... დისკომფორტი ექმნება.

- ოჯახის შენარჩუნების პრობლემა ახსენეთ... ქართველები ხომ არტისტულობითა და მოხერხებულობით გამოვირჩევით. ნუთუ, უსაშველოდ ძნელია საკურორტო თავგადასავლების დაფარვა და თავის მოკატუნება?

- ადამიანი "ყურებამდე" უნდა იყოს შეყვარებული, რომ მან ღალატის კვალი ვერ აღმოაჩინოს... სხვადასხვა ოჯახში სხვადასხვაგვარად ხდება რეაგირება... ღალატის "ვერ დანახვასაც" თავისი ფსიქოლოგიური მექანიზმი, სარჩული მოეძებნება. ცალკეულ შემთხვევაში მოღალატე შეიძლება სინდისის ქენჯნამ კი არ შეაწუხოს, არამედ იმას დარდობდეს, - იქნებ აქ მარტო დარჩენილი ჩემი მეუღლე არაფერს არ იკლებდაო...

- თუ სწორად მიგიხვდით, დაოჯახების თარიღის გადაწევის რისკ-ფაქტორად იმიტომ მიიჩნევთ საკურორტო გატაცებებს, რომ პიროვნების სულზე მკაფიოდ აღიბეჭდება სექსუალური ლტოლვა-ტკბობის კვალი, რაც ხელის შემშლელ მიზეზად მიგაჩნიათ, რამდენადაც ოჯახის შექმნისას, ქართულ სინამდვილეში, სხვა ფაქტორები უფრო მიიჩნევა პრიორიტეტულად. მაშინ რას გვეტყვით შინაბერებსა და ბერბიჭებზე, ასეთი "მიდრეკილების" მქონეთათვის საკურორტო რომანს ხომ გავლენის მოხდენა შეუძლია?

- ფაქტია, უმრავლეს შემთხვევაში, ჩვენთან ოჯახის შექნისას უპირატესობას მშობლებისა და მამიდა-ბებიების რჩევებს ანიჭებენ; წარმომავლობისა და წარსულის გარკვევას იწყებენ; სახლის, აგარაკის, მანქანის მარკის, თანამდებობისა და პროფესიის დაზუსტება და გათვალისწინებაც ხდება... როგორ ფიქრობთ, მამიდას, ძმისშვილის სექსუალური გემოვნების დაკმაყოფილების ინტერესი აქვს თუ საკუთარი გათვლები?

ბერბიჭებისა და შინაბერების პრობლემასთან საკურორტო რომანის კუთხით პარალელის გავლება, რაიმე ფსიქოლოგიურად თვალსაჩინო კანონზომიერებას ვერ წარმოშობს... ამ კატეგორიის ადამიანებს სხვა განზომილებით სჭირდებათ მიდგომა, რამდენადაც მათი დაუოჯახებლობა სექსუალური ლტოლვის ქონა-არქონით კი არ განისაზღვრება, არამედ - გაცილებით ღრმა მიზეზებითაა განპირობებული. პირიქით, არიან მკვლევრები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ფრიგიდული ქალები გათხოვილებში უფრო ჭარბობენ, ვიდრე შინაბერებში. ამავე დროს, ბერბიჭებში სექსუალური პოტენციის ქონა გაცილებით უფრო ხშირია, მაშინ, როცა ბევრ იმპოტენტს ცოლიც ჰყავს და შვილებიც...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი