„წიგნების თარო“ მეოთხე სეზონისთვის რეგისტრაციას იწყებს

„წიგნების თარო“ მეოთხე სეზონისთვის რეგისტრაციას იწყებს

პირველი არხის გადაცემა „წიგნების თარო“ მე-4 სეზონისთვის რეგისტრაციას იწყებს. მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ სპეციალური აპლიკაცია პირველი არხის ვებგვერდზე ან გადაცემის „წიგნების თარო“ ფეისბუქ-გვერდზე. ახალი სეზონიდან იცვლება მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი, შოუში მონაწილეობა შეეძლებათ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. რეგისტრაცია გაგრძელდება 6 ოქტომბრამდე.

ახალი სეზონიდან გადაცემა ბევრად უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება: იზრდება თემატიკა და ლიტერატურის გარდა სხვა შემეცნებით სფეროებსაც მოიცავს: 7 ტრადიციულ ლიტერატურულ რაუნდს ემატება 2 ახალი რაუნდი - კინოეკრანიზაცია და ასოციაცია. თამაშს ემატება ახალი, გარდამავალი ეტაპი, რომელშიც კითხვების თემატიკა ხელოვნება, მეცნიერება და სპორტი იქნება.

სატელევიზიო შოუს მიღმა განსაკუთრებულად აქტიურდება ვებ-პლატფორმა, “წიგნების თარო” ყოველდღიურად არაერთ აქტივობას გეგმავს, ვიქტორინებს, კონკურსებს, ლიტერატურულ სიახლეების, დამოუკიდებელ პროექტებსა და სხვადასხვა საინტერესო წამოწყებას.

“წიგნების თარო” ახალგაზრდული ლიტერატურული შოუა, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს. თამაშში რჩეული 32 სკოლის გუნდი მონაწილეობს. თითოეული გუნდი 3 მოსწავლისგან შედგება.

პროექტის მონაწილეები წიგნებით, პლანშეტებით, ვაუჩერებით და სხვადასხვა პრიზით დასაჩუქრდებიან, პროექტის გამარჯვებული გუნდი კი ტრადიციულად დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი