უხარისხოდ ნაშენი "სტანდარტული სახლები"? - რას ყვებიან დაზარალებული მყიდველები

უხარისხოდ ნაშენი "სტანდარტული სახლები"? - რას ყვებიან დაზარალებული მყიდველები

ბოლო პერიოდში დედაქალაქში მასიურად შენდება და იყიდება პატარა კერძო, ე.წ. "სტანდარტული" სახლები. ეს სახლები საკმაო პოპულარობით დაბალი ფასის გამო სარგებლობენ. თუმცა, ხშირად მყიდველებს ხელში პატარა, კოპწია სახლის ნაცვლად ნანგრევები რჩებათ.

სახლების ფართობი 60 კვადრატული მეტრია. "სტანდარტული" კი იმიტომ ჰქვიათ, რომ მერია ნებართვას ამ ფართის სახლების ასაშენებლად მარტივად გასცემს. შედეგად ამ ბიზნესში არაერთი მცირე სამშენებლო კომპანია თუ ჯგუფი ჩაერთო - ყიდულობენ ნაკვეთს, მასზე თავადვე აშენებენ სახლს ან სახლებს და შემდგომ ყიდიან. მათი ხარისხი და კვალიფიკაცია კი ხშირად გაურკვეველია.

ეს საქმიანობა განსაკუთრებით პოპულარული თბილისის გარეუბნებშია. ბოლო 5 წელიწადში დაუსახლებელი ფართობები ერთბაშად გაშენდა. თუმცა, რამდენად ხარისხიანად აშენდა სახლები, ამას არავინ ამოწმებს. მყიდველების უმეტესობაც არ ცდილობს ხარისხის საფუძვლიანად შემოწმებას და მხოლოდ გამყიდველების ნდობის იმედად არიან.

"2013 წელს სოფელ გლდანში კერძო სახლი ვიყიდე. მე და ჩემს ოჯახს დიდი თანხა არ გვქონდა, ამიტომ დაბალ ფასებში ვეძებდით სახლს. კორპუსს ვერ გავწვდით და კერძო სახლზე შევაჩერეთ არჩევანი. თანაც, ვიფიქრეთ ბავშვებს ეზო ექნებოდათ. მალევე შევარჩიეთ ერთი პატარა, კოხტა სახლი. 60 კვადრატული იყო, სტანდარტული პროექტი. პატარა ეზოც ჰქონდა, სახლიც დასრულებული და გარემონტებული იყო, ახალი აშენებული. 22 ათას დოლარად ვიყიდეთ. გამოუცდელი ვიყავი და ნამდვილად არ მიფიქრია, რომ მშენებლობის ხარისხი შემემოწმებინა.

ყიდვიდან რამდენიმე თვეში სახლმა ფაქტიურად დაშლა დაიწყო. კედლებიდან საღებავი და ჭერიდან გაჯი ცვიოდა, წვიმა ჩამოვიდა.

წელიწადნახევარში კი კედლებს ბზარებიც გაუჩნდა. კედელები რითი იყო ამოყვანილი, ბოლომდე ვერც გავარკვიეთ. აქა-იქ, კანტიკუნტად ჰქონდა ჩაყოლებული არმატურა. ყველაზე დაბალხარისხიანი და იაფიანი მასალა იყო გამოყენებული. საძირკველი ფაქტიურად არ ჰქონდა. მოკლედ, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა თავზე ჩამოგვნგრეოდა. მიწისძვრაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ვერანაირად ვერ გაუძლებდა.

ვფიქრობდი, რომ სახლი გამემაგრებინა, მაგრამ ესეც შეუძლებელი აღმოჩნდა. მშენებლებმა მითხრეს - საძირკველი არ აქვს და როგორ უნდა გაამაგროო? იძულებული გავხდი, სახლი ნაკვეთის ფასად გამეყიდა", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ლევანი განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი