"ლეიბორისტები" მედიაცენზორებს საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდებენ

"ლეიბორისტები" მედიაცენზორებს საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდებენ

"ლეიბორისტული პარტია" ე.წ. მედიაცენზორებს საქართველოს დატოვებისკენ, საზოგადოებასა და ჟურნალისტებს კი, სამართლიანობისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს მასმედიის საკითხებში მრჩევლებად დაქირავებული ჰყავს ორი პიროვნება - ფრანგი რაფაელ გლუკშმანი და ამერიკელი დენიელ კუმინი, რომლებიც არიან მთავარი ცენზორები. გუგავას განცხადებით, სწორედ ამ ადამიანების ტყვეობაშია სახელისუფლებო ტელეარხები, რომელთა მიზნად გადაიქცა სიცრუის სიმართლედ გასაღება, ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამართლება და ოპოზიციის დისკრედიტაცია.

მისივე თქმით, სწორედ რაფაელ გულკშმანისა და დენიელ კუმინის დამსახურებაა ის, რომ "ლეიბორისტული პარტიის" საქმიანობა ტელეარხებზე ბოლო ორი წლის განმავლობაში შეზღუდულად შუქდება.

გუგავას განცხადებით, "ლეიბორისტული პარტია" მედიის თავისუფლებისათვის ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები