რა თანხის გადახდა და პროცედურების გავლა უწევს მძღოლს, თუ 20-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაავიწყდება

რა თანხის გადახდა და პროცედურების გავლა უწევს მძღოლს, თუ 20-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაავიწყდება

თურქეთში გატარებული ორკვირიანი შვებულებიდან სახლში ვბრუნდებოდით.

რა ვიცოდით, რომ ვალეს (ახალციხის მახლობლად) საზღვარზე საშინელი სიურპრიზი გველოდა. ვალეში შუაღამისკენ ჩავედით, 2017 წლის 26 აგვისტოს. ეფექტური პროცედურა მოსალოდნელ 2-3 წუთზე გაცილებით დიდხანს გაგრძელდა. შემდეგ კი შოკისმომგვრელი ვერდიქტიც გამოგვიტანეს:

- ბატონო ლივნი, მგზავრობას ვეღარ გააგრძელებთ. ჩვენი ჩანაწერების მიხედვით, თქვენი მანქანის ჩამორთმევის ბრძანებაა გაცემული. მიზეზი არ ვიცით, ალბათ, ჯარიმა არ გადაგიხდიათ.

ჩვენს საქმეზე მომუშავე ოფიცერი კიდევ ერთ საათს ანდომებს ტელეფონზე საუბარს და შემდეგ გვიდასტურებს: ჩვენ დაგვვიწყებია 10-ლარიანი ჯარიმის გადახდა, რომელიც საპატრულო პოლიციამ დაგვაკისრა მაისის ბოლოს პარკირების წესის დარღვევის გამო.

- ბატონო ლივნი, რადგან ჯარიმა დროულად არ გადაგიხდიათ და ვადაგადაცილება უკვე ორ თვეზე მეტია, სხვა გზა არ გვაქვს, მანქანა უნდა ჩამოგართვათ. ვხედავ, მანქანაში ორი ბავშვი გყავთ და მესმის, რომ ცოტა უსიამოვნოა, მაგრამ ვალდებული ვარ, ბრძანება შევასრულო.

ცოტა უსიამოვნო? ჰმმმ. წარმოიდგინეთ: შუაღამეს დიდი ხანია გადასცდა; 1200 კმ. გამოვიარეთ და მთელი ოჯახი დაქანცულია; ორი ბავშვი, რომელთაც 12-გრადუსიანი ტემპერატურისთვის არც თუ შესაბამისად აცვიათ; სადღაც გადაკარგულში, სახლიდან 300 კმ-ში, ახლოს სასტუმროები არაა, გზაზე სხვა მანქანები არ ჩანს, არც ტაქსის გამოძახება შეიძლება, რომ უსაფრთხო ადგილზე წაგვიყვანოს.

- ძალიან ვწუხვარ, ბატონო ერიკ, - უცბად განაგრძო საუბარი პოლიციის ოფიცერმა - კიდევ ერთი პატარა პრობლემაა. რადგან ჯარიმა არ გადაგიხდიათ, თქვენს მართვის მოწმობას 29 ივლისს მოქმედება შეუჩერდა. ასეთ შემთხვევაში, კიდევ 500 ლარით უნდა დაგაჯარიმოთ, რადგან მოქმედი მართვის მოწმობის გარეშე მგზავრობთ.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი