თემქაზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მე-5 საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ იმყოფება. საჭიროების შემთხვევაში, მას დამატებით გამოკვლევები ჩაუტარდება.
თემქაზე ცივი იარაღით 26 წლის მამაკაცი გუშინ დაჭრეს. იგი ამერიკის მოქალაქეა. პაციენტს კისრისა და გულმკერდის მიდამოში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაციული ჩარევა დასჭირდა.