მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ხანძარია. ცეცხლი ფერდობს უკიდია, ბალახსა და ხეებს. როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის შესახებ შეტყობინება მათთან ცოტა ხნის წინ შევიდა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.