უნიკალური ქართული ჩაი, რომელიც წნევის, გულისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემას მოგიგვარებთ

უნიკალური ქართული ჩაი, რომელიც წნევის, გულისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემას მოგიგვარებთ

წარმოშობით თუში, არქიტექტურის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, 19 წლის გიორგი სეხნიაიძე უკვე ორი წელია სოფელ შენაქოს კლდეებზე მოკრეფილი ბალახისგან ჩაის აწარმოებს. ჩაი სამკურნალოს გარდა, უნიკალური გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და არა მხოლოდ ქართველების, არამედ უცხოელი ტურისტების ყურადღებასაც სულ უფრო მეტად იპყრობს. მალე მას ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, კერძოდ, ჩინეთსა და გერმანიაშიც დააგემოვნებენ.

როგორ შეიძლება სასარგებლო, საინტერესო და სახალისო საქმე შემოსავლიანიც გახადო - გიორგი საკუთარი აგროწარმოების შესახებ გვიყვება...

- მცენარეების მიმართ ინტერესი ბებომ გამიჩინა. ის, როგორც ყველა თუში ქალი, ხელსაქმითაა გატაცებული, ქსოვს, ამუშავებს თექას, იყენებს მატყლს და ბუნებრივ საღებავებს. სხვათა შორის, არ არსებობს მცენარე, რომელიც ქსოვილს რაიმე კონკრეტული სახის ფერს არ აძლევს. მცენარეების მოსაგროვებლად ბებოს ხშირად დავყვებოდი, ბალახების შესახებ მისგან ბევრ ინფორმაციას ვიღებდი. ბოლო ორი წელია ამ საკითხს მარკეტინგული კუთხით მივუდექი, მოვიძიე ლიტერატურა, დავამუშავე, შევისწავლე ქართული ბაზარი და აღმოჩნდა, რომ ბალახეული ჩაი ბაზარზე თითქმის არ მოიპოვება. გარდა ამისა, არ მინდა ამ მცენარეების შესახებ ცოდნა დაიკარგოს და შესაბამისად, მათი მოხმარება შეწყდეს. რატომ უნდა ჩაანაცვლოს 100%-ით ქიმიურმა პრეპარატებმა ჩვენი სამკურნალო მცენარეები და საღებავები?! თუშეთში კაფეტერიას ვამუშავებთ, სადაც ბალახეულის ჩაის უცხოელებს ვთავაზობდი. ერთ-ერთი დიდი სტიმული ჩაის წარმოების დასაწყებად ტურისტების მიერ გამოჩენილი მოწონება და ინტერესი იყო. ჩაი ერთნაირად მოსწონთ ევროპიდან, აზიიდან, აფრიკიდან თუ ამერიკიდან ჩამოსულ მომხმარებლებს. ისინი აღფრთოვანებული და განცვიფრებული არიან როგორც თუშეთის არქიტექტურითა და ლანდშაფტით, ისე სამზარეულოთი.

- ეს მცენარეები თუშეთისთვის ენდემურია?

- ენდემური არ არის, მაგრამ გემოვნური თვისებები აბსოლუტურად განსხვავებული აქვს და გარდა ამისა, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ხარობს.

- გარდა სასიამოვნო გემოვნური მახასიათებლებისა, რა სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ხსენებული ბალახების ნაყენი?

- რამდენიმე სახეობაა და ყველას თავისი დანიშნულება აქვს - ამშვიდებს, არეგულირებს წნევას, შველის კუჭ-ნაწლავის პრობლემებს. მისი სხვადასხვა სახეობა გულის, კბილის ტკივილის, ღრძილების, ჰეპატიტების, ღვიძლის, გამონაყარისა და დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება. საწყის ეტაპზე დაფასოებული სახით ბეგქონდარა, თავშავა და კრაზანა წარმოვადგინე. ეს სამი მცენარე მაისიდან აგვისტოს ბოლომდე ყვავის. შევარჩიე ის სახეობები, რომლებიც შედარებით დიდი რაოდენობით მოიპოვება და სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.

- ამბობთ, რომ ამ მცენარეებს გადაშენების საფრთხე ელით. ამის გამო მათ "მოშინაურებას" ხომ არ აპირებთ?

- გადაშენების საფრთხე არ ემუქრებათ, თუკი მოკრეფის წესს დავიცავთ. ამიტომ, ბალახის მოკრეფის მსურველებს ყოველთვის ვაძლევ რეკომენდაციას, რომ ის აუცილებლად მაკრატლით მოიჭრას, რათა ფესვთა სისტემა არ დაზიანდეს. ძირიანად არ უნდა ამოვიღოთ. ჩვენს თაობებს უნდა შემორჩეთ ეს მცენარეები. მოუფრთხილდნენ, შეისწავლონ. რაც შეეხება მოშინაურებას, არ ვფიქრობ, რადგან მისი უნიკალურობა სწორედ მისი ველურ ბუნებაში არსებობაა. მთავარი ღირებულება ეს გახლავთ. თანაც, ჩვენი მარკეტინგული გათვლა ხარისხზე გადის და არა რაოდენობაზე... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი