"სოხუმი" - რაგბის გუნდი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების შვილები თამაშობენ

"სოხუმი" - რაგბის გუნდი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების შვილები თამაშობენ

ცოტა ხნის წინ ბავშვთა რაგბს კიდევ ერთი გუნდი შეემატა. ეს გუნდი სხვებისგან იმითაა გამორჩეული, რომ მის შემადგენლობაში, ძირითადად, იძულებით გადაადგილებული ოჯახების შვილები თამაშობენ და სახელიც შესაბამისი ჰქვია - სოხუმი. საიდან გაჩნდა იდეა და ვინ უდგას ამ წამოწყებას სათავეში, ამაზე კომენატრი ერთ-ერთ ინიციატორს, ლევან ჯობავას ვთხოვეთ:

- გაერო-ს ქალთა ორიგანიზაციისა და რაგბის კავშირის დახმარებით, რუხში, რომელიც არის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი, ვარჯიშობდნენ რაგბში. ჩვენი მეგობარი დათო დგებუაძე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ავარჯიშებდა იქ პატარებს. ბავშვები კი ვარჯიშობდნენ, მაგრამ რადგან გუნდის სახელი არ ჰქონდათ, შეხვედრებს ვერ მართავდნენ. მოგეხსენებათ, ვარჯიში ძალიან კარგია, მაგრამ თამაში აუცილებელია, მინიმუმ მოტივაციის ასამაღლებლად. დათო დგებუაძეს გაუჩნდა იდეა, რომ კლუბში მიეყვანა დევნილი ბავშვები და გუნდისთვის დაგვერქვა "სოხუმი". ჩენი მეგობრების (ალექსი ჩიქოვანი, გურამ ნავროზაშვილი, შოთა ჩინაჩალაძე) დახმარებით, გაკეთდა ფორმის დიზაინი. მოგეხსენებათ, გუნდს არც თუ ცოტა ფინანსები სჭირდება შენახვისთვის. ფორმებია შესაკერი, ტრანპორტირების ხარჯებია საჭირო, მწვრთნელების ანაზღაურება და სხვ. და ეს ყველაფერი 6 თვით, თავის თავზე აიღო მიხეილ ჭკუასელმა. იმედია, მას სხვებიც მიბაძავენ და რაგბის კლუბ "სოხუმს", სადაც უმაგრესი ბიჭები თამაშობენ, ფინანსური პრობლემები არ შეექმნება. სამთავრობო სტრუქტურები (აფხაზეთის მთავრობა, სპორტის სამინისტრო და სხვ.) არ შეგვიწუხებია და თუ თანადგომის სურვილი ექნებათ, დიდი სიამოვნებით.

- რა რეაქცია ჰქონდათ ბავშვებს, როცა გაიგეს, რომ უკვე კლუბი ექნებათ, რომელსაც ერქმევა "სოხუმი"?

- ძალიან გაუხარდათ. ამ ბავშვებისთვის ფუფუნებაა, კლუბის წევრები რომ იქნებიან, სისტემატურად ექნებათ ვარჯშები, ექნებათ საკუთარი ფორმა და რაც მთავარია, ივლიან შეჯიბრებებზე. განსაკუთრებით სასიხარულო იყო ეს სახელი ვეტერანი მორაგბეებისთვის, რომელთაგან ზოგი სოხუმიდანაა, ზოგს შეხება ჰქონია და იცის, თუ რა მაგარი ადგილია სოხუმი. ეს არ იქნება, მხოლოდ სარაგბო კლუბი. სხვა ტიპის მუშაობაც გვინდა მათთან. წლის ბოლოს ვგეგმავთ 2-3 კვირიანი შეკრება მოვუწყოთ "რაგბი აქაურობას" ფარგლებში, სადაც მათ შეხვდებიან ისტორიკოსები, ლიტერატურის მცოდნეები და სხვ. სადაც ამ ბავშვებს მოუყვებიან წარსულზე, ესაუბრებიან ლიეტრატურაზე და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესზე. ვიღაცას შეიძლება ძალიან კარგი სალექციო კური ჰქონდეს მთაში სიარულზე და უსაფრთხოებაზე ან ჯასაღ კვებაზე, შეიძლება მოვიდეს და ეს ლექცია წაუკითხოს ბავშვებს.

- რუხი ახლოსაა ოკუპირებულ ტერიტორიასთან, ხომ არ ჰქონიათ იქ მცხოვრებ ბავშვებს სურვილი, რომ ჩაერთონ და გახდნენ მორაგბეები?

- სამწუხაროდ, იქ მცხოვრებ ადამიანებს, რაიმე ქართულთან შეხების გამო ადგილობირივი, დე-ფაქტო ხელისუფლება უქმნის ძალიან დიდ პრობლემებს და ჩვენ არც შეგვითავაზებია, რადგან არ გვინდა რაიმე საფრთხე შევუქმნათ, ხოლო თუ თვითონ გამოთქვამენ სურვილს, ძალიან მოხარულები ვიქნებით და ყველანაირად შევიწყობთ ხელს. მინდა ასევე ვთქვა, რომ კლუბში მხოლოდ დევნილი ოჯახის შვილები არ იქნებიან, ნებისმიერ ბავშვს, ვინც დააკმაყოფილებს პირობებს, ყველას შეუძლია გუნდში მოსვლა. ეს არაა მხოლოდ ლევან ჯობავას ან დათო დგებუაძის გუნდი, როგორც რაგბია ყველას თამაში, ისეა სოხუმი ყველას ტკივილი. რაგბი აძლიერებს და რაგბი აერთიანებს. ორივე ეს დღეს ძალიან გვჭირდება და მინდა, რომ ეს გუნდი იყოს ყველას გუნდი. გუნდის მიზანია, რომ ბავშვებს, რომლებსაც გასართობის სიმცირე აქვთ, იდეალების სიმცირე აქვთ დავუდგეთ გვერდში და ვანახოთ, რომ შრომა ფასდება.

პ.ს. რაგბის გუნდი "სოხუმი" პირველ ნაბიჯებს დგამს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, ჩვენი ეროვნული გუნდი სოხუმში ჩაატარებს არაერთ თამაშს და სოხუმში მცხოვრებნიც მალე იტყვიან "რაგბი ჩვენი თამაშია".

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი